ალტე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ამოცანაა შექმნას სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობისთვის ხელშემწყობი და კომფორტული გარემო. ბიბლიოთეკა ორიენტირებულია თავის მომხმარებელს მიაწოდოს სასწავლო და სამეცნიერო რესურსი, გაუწიოს საინფორმაციო სახის კონსულტაცია დაინტერესებულ მკითხველს, შესთავაზოს ტრენინგები საბიბლიოთეკო რესურსების და ანტიპლაგიატის პროგრამა Turnitin-ში სამუშაოდ.
ამჟამად, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდი, მოიცავს 10 000-ზე მეტ სასწავლო და კვლევითი პროცესებისთვის აუცილებელ მასალებს, მრავალფეროვან სამეცნიერო ლიტერატურას და პერიოდულ გამოცემებს როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით. აღნიშნული ფონდი შედგება ყველა ძირითადი სასწავლო მიმართულებისგან, რომელსაც უნივერსიტეტი ახორციელებს: ბიზნესი, ეკონომიკა, სამართალი, მედიცინა, ჰუმანიტარული, ტექნიკური, სოციალური მეცნიერებები და ა.შ.
ალტე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის პრიორიტეტს წარმოადგენს თავისი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახადოს უახლეს სტანდარტებთან შესაბამისი სასწავლო და სამეცნიერო პროდუქცია, რისთვისაც უზრუნველყოფს ღია წვდომას ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებთან.
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი-პარასკევი: 09:00-21:00
შაბათი: 09:00-19:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: (+995) (32) 2402946
ელ-ფოსტა: library@alte.edu.ge