მიღების ინსტრუქციები ტრანსფერი სტუდენტებისთვის:
ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამების სტუდენტებმა უნდა გაიარონ შემდეგი ნაბიჯები:
ნაბიჯი 1: შეაგროვეთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
● ფოტო 3X4.
● პასპორტი.
● სრული საუნივერსიტეტო ჩანაწერი
შენიშვნა: ყველა ჩანაწერი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მიღებული კრედიტების (ECT) და ქულების შესახებ.
● შევსებული განაცხადის ფორმა
ნაბიჯი 2: შეგროვებული დოკუმენტაციის გაგზავნა ელ.ფოსტის მისამართზე: transfers@alte.edu.ge.
შენიშვნა: Subject-ის ნაწილში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი, პასპორტის ნომერი და პროგრამა (MD, Dentistry).
ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში დაგიკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი კრედიტების შეფასების საკითხზე.
თანხმობის შემთხვევაში, ერთ ან ორ სამუშაო დღეში მიიღებთ დოკუმენტს შეთავაზების შესახებ.
გადახდის ინიცირების შემდეგ, განაცხადი გაეგზავნება საქართველოს განათლების სამინისტროს. ოფიციალური შედეგები ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია ერთი თვის განმავლობაში.
სამინისტროსგან პასუხის მიღების შემდეგ მოწვევის თაობაზე წერილი გამოიგზავნება 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
მიღების ინსტრუქციები პირველკურსელებისათვის:
ნაბიჯი 1: შეაგროვეთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
● ფოტო 3X4.
● პასპორტი
● ატესტატი (ხელმოწერილი, ბეჭდით).
შენიშვნა: კანდიდატები, რომელთაც სურთ ჩარიცხვა მედიცინის ან სტომატოლოგიის პროგრამებზე, უნდა დაასრულონ საშუალო სკოლა შემდეგი სამი საგნის მიმართულებით: 1. მათემატიკა (ან ფიზიკა); 2. ქიმია; და 3. ბიოლოგია.
● შევსებული განაცხადის ფორმა (დარწმუნდით, რომ სწორად მონიშნეთ არჩეული პროგრამა)
შენიშვნა: განმცხადებელმა უნდა გადმოწეროს (ან დაბეჭდოს) განაცხადის ფორმა.
● სკაიპის ID ინტერვიუსათვის
● ინგლისური ენის B2 დონის სერთიფიკატი (ან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი) - ენის სერტიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში, აპლიკანტი მოწვეული იქნება შიდა უნივერსიტეტის B2 დონის ინგლისური ენის გამოცდაზე
● ონლაინ შიდა საუნივერსიტეტო ტესტის ჩაბარება მათემატიკაში ინგლისურ ენაზე. - მხოლოდ კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის აპლიკანტებისათვის
ნაბიჯი 2: ყველა შეგროვებული დოკუმენტის გაგზავნა შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: admissions@alte.edu.ge
შენიშვნა: Subject-ის ნაწილში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი, პასპორტის ნომერი და პროგრამა (MD, სტომატოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება)
პირველკურსელების განაცხადის მიღების ვადების შესახებ:
• მას შემდეგ, რაც ყველა საჭირო დოკუმენტი გაიგზავნება, ალტე უნივერსიტეტის გუნდი სამი სამუშაო დღის განმავლობაში დანიშნავს გასაუბრებას.
• შეთავაზების მიღების შემთხვევაში, ორ სამუშაო დღეში გამოიგზავნება გასაუბრების დამადასტურებელი პირველადი წერილი მიღების შესახებ, შესაბამისი პირობებით.
• გადასახადის ინიცირების შემდეგ, განაცხადს განიხილავს საქართველოს განათლების სამინისტრო. ოფიციალური პასუხი ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია ერთი თვის განმავლობაში.
• მოსაწვევი წერილები გამოიგზავნება 3 სამუშაო დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სამინისტროდან დასტური გამოიგზავნება ჩარიცხვის შესახებ.