ალტე უნივერსიტეტი მაქსიმალურად ორიენტირებულია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილია ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი, რომელიც მათ აძლევს შესაძლებლობას, იდეები რეალობად აქციონ.
ალტე უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი ორიენტირებულია სტუდენტებზე და ეხმარება მათ მოიძიონ ყველა საჭირო რესურსები, რაც პროექტების განხორციელებისათვის სჭირდებათ.